შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კაკაჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის რაიონი. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1990 წელს მაგისტრის ხარისხით დაასრულა.
1991 წლის ნოემბერში ვარშავაში გაემგზავრა და სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რვაწლიანი სწავლის შემდეგ, ვარშავაში კარდინალის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. ორი წლით ვარშავაში დამხმარე მღვდლად იყო განწესებული; 2001-2003 წლებში კი პრეფექტად დაინიშნა სემინარიაში, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა. 2003-2005 წლებში განწესებული იყო ვალეში დამხმარე მღვდლად; 2005-2007 წლებში დანიშნული იყო სასულიერო სემინარიის რექტორად. ამავე დროს იყო გორისა და ახალციხის წინამძღვარიც. 2007-2014 წლებში დანიშნული იყო ვალის წინამძღვრად, ხოლო 2014-2015 წლებში - კახეთის წინამძღვრად. 2015-2019 წლებში ადიგენის რამდენიმე სოფლის წინამძღვრად გადაიყვანეს, ამ პერიოდში დანიშნული იყო სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე სამრევლოების დეკანად. 2019 წლის 15 სექტემბრის დეკრეტით ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მამა ზურაბ კაკაჩიშვილი დანიშნა საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ეს ისტორიული მოვლენაა, საკათედრო ტაძრის ბოლო ქართველი მოძღვარი მამა ლაზარე გოზალიშვილი 1937 წელს დახვრიტეს. პატროლოგიის დოქტორი (2003).
წყარო: საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი/Centre for Catholic Youth Georgia: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |