The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელისაბედ ბეჟანიძე

ელისაბედ ბეჟანიძე
Legal name:ანა ბეჟანიძე
Date of birth:1879  (146 years)
Date of death:19??
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ელისაბედ ბეჟანიძე 30 წლის განმავლობაში იყო სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებული დედათა მონასტრის წინამძღვარი და მონასტერთან არსებული ქალთა ქართულ–ფრანგული სასწავლებლის ხელმძღვანელი. იგი უანგაროდ ემსახურებოდა ოსმალეთში გახიზნული ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეს. აქტიურად მონაწილეობდა მონასტერში დაფუძნებულ ქართული კულტურის კლუბში; აწყობდა საღამოებს, სადღესასწაულო შეხვედრებს; ერთმანეთთან აკავშირებდა ქრისტიან და მუსლიმ ქართველობას, აცნობდა მათ ქართული კულტურის მიღწევებს. ქართული კულტურის კლუბში 1908 წელს ჩატარდა აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამო და გაიხსნა მისივე სახელობის ბიბლიოთეკა; 1919 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნებოდა 26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ. ელისაბედ ბეჟანიძემ გადაწყვიტა ახალციხესა და ბათუმში ქალთა სასწავლებლების გახსნა. ამ მიზნით, 1920 წლის მაისში მან იმოგზაურა საქართველოში და თავისი გადაწყვეტილება გააცნო საქართველოს მთავრობას და თანხმობაც მიიღო, მაგრამ საქართველოში მექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ და ბოლშევიკური მმართველობის დამკვიდრებამ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას ხელი შეუშალა. 1921 წლის მარტში ელისაბედ ბეჟანიძემ საქართველოდან ლტოლვილი მთავრობის ქალთა წარმომადგენლობას უმასპინძლა, ისინი დედათა მონასტერში რამდენიმე ხანს ცხოვრობდნენ. 
წყარო: ქალთა ემანსიპაცია საქართველოში: XIX - XX საუკუნეები: issuu.com (გვ.35

Share: