შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი მახარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1994 წელს; თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატურა ქირურგიის სპეციალობით 1996 წელს; 1998–2001 წლებში სწავლობდა ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურაში. 2003–2009წწ. იყო მოსკოვის კლინიკა "Медана XXI Век"-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზირებული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი; 2009–2018წწ. მოსკოვის მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, "МакаМед"-ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების პლასტიკური ქირურგი; 2005–2018წწ. თმის გადანერგვის კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-ის წამყვანი ქირურგი და დირექტორი; 2015–2020წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი სპეციალობაში "თმის აუტოტრანსპლანტაცია"; 2018–2020წწ. კლინიკა "დეამედი"-ს წამყვანი ქირურგი და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი; 2009 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. არის ერთი საავტორო უფლების, ორი გამოგონებისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. წყარო: კლინიკა "დეამედი": web.archive.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |