The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარო კალანდაძე

მარო კალანდაძე
Legal name:მარია კალანდაძე
Date of birth:1896
Date of death:11 May, 1938  (at 42 years)
Category:Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი.

აქტიურად მუშაობდა აჭარაში, ქობულეთის მხარეში კოოპერაციული მოძრაობის განვითარებისთვის; იყო ქობულეთის პირველი ქართული სკოლის პედაგოგი 1910-იან წლებში; 1921 წლიდან ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული; 1923 წელს საბჭოთა რეჟიმმა ციმბირში გადაასახლა, სადაც განაგრძობდა აქტიურ მუშაობას გადასახლებული ქართველი პოლიტპატიმრების კოლონიებში და ორგანიზებას უწევდა მათი დახმარების ქსელს; ამ დროიდან მოყოლებული მუდმივად უგრძელებდნენ გადასახლების ვადას და გზავნიდნენ სხვადასხვა მხარეებში; 1936 წლის 6 აპრილს, მორიგი გადასახლებისას, დააპატიმრეს ქალაქ კამენნა ობში; 21 სექტემბერს კი ალთაის მხარის შინსახკომის განსაკუთრებლმა სათათბირომ 5 წლით გადაასახლა ტურუხანსკის მხარეში; 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს, კვლავ დააპატიმრეს ხაკასიის ავტონომიური ოლქის სოფელ შირაში (1938 წლის 15 თებერვალს); 1938 წლის 5 აპრილს კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") მარო კალანდაძეს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 11 მაისს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია: 1989 წლის 17 ნოემბერს - კრასნოიარსკის მხარის პროკურატიურის მიერ, 1989 წლის 23 აპრილს - ალთაის მხარის პროკურატიურის მიერ. კოოპერატორი.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი

Share: