The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაბო ბაგრატიონ-დავითაშვილი

ბაბო ბაგრატიონ-დავითაშვილი
ოფიციალური სახელი:ბარბალე ბაგრატიონ-დავითაშვილი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1917  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

სწავლობდა პეტერბურგში და იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს აქტიურად ეხმარებოდა, შესანიშნავად ფლობდა უცხო ენებს. ბაბო ბაგრატიონ-დავითაშვილმა რეკლამა გაუკეთა იმ დროისთვის უნიკალურ ქართულ ბრენდს, სარაჯიშვილის კონიაკს (სარეკლამო ფოტოსურათის ავტორია ალექსანდრე როინაშვილი). იგი ივანე მაჩაბლის მეუღლის, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილის უმცროსი და იყო. განათლებული, ქველმოქმედი, ბაბო ბაგრატიონ-დავითაშვილი მეგობრობდა თავისი დროის ცნობილ მოღვაწეებთან, მათ შორის იყვნენ აკაკი წერეთელი,  და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპები და სხვ. XIX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი პირველი ქართველი ფოტომოდელი.

წყარო: ქალთა ემანსიპაცია საქართველოში : XIX-XX საუკუნეები: issuu.com (გვ.30)


გააზიარე: