The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიანორ ანჩაბაძე

ვიანორ ანჩაბაძე
Date of birth:1 January, 1888
Date of death:8 February, 1938  (at 50 years)
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1-ლი გიმნაზია 1908 წელს; პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს.

დაიბადა პოდპოლკოვნიკ თავად ტარას (თარაშ) ანჩაბაძის და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძისას ოჯახში; მისი ძმები (მ. შ. ვალერიან ანჩაბაძე) სამხედრო სამსახურში იყვნენ; ანჩაბაძე I მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი; 1918-1921წწ. იყო აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი, აფხაზეთის კომისარიატის სამედიცინო-სანიტარული განყოფილების უფროსი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო რსფსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის მთავარი რწმუნებული აფხაზეთის კურორტებზე (1921-1928), 1928-1937წწ. აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი; დახვრიტეს მასობრივი რეპრესიების დროს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით; მისი მეუღლე — ვერა შენგელაია 7 წლით "გულაგის" ბანაკში იყო გამწესებული; მათი შვილი იყო შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი.

წყარო: სსრკ-ს რეპრესიების მსხვერპლთა ღია სია: ge.openlist.wiki


Share: