შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაისა ქარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა მემცენარეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის საცდელ სადგურში უფროს მეცნიერ მუშაკად; 1974 წლიდან მუშაობდა ციტრუსების განყოფილებაში, სადაც ხელმძღვანელობდა გრეიფრუტისა და თურინჯის ჯგუფს; 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის გრეიფრუტისა და თურინჯის მსოფლიო კოლექციის კატალოგის, წიგნის "გრეიფრუტი და თურინჯი სსრკ-ში" და განყოფილებისა წიგნში "საბჭოთა კავშირის კულტურული ფლორა; მონაწილეა თურინჯის დარაიონებული ჯიშის - "ხეთურის" გამოყვანის და ავტორია ციტრუსების 6 ახალი ჯიშისა; 1959-1963წწ. იყო გალის საქალაქო საბჭოს ორი მოწვევის და 1975-1987წწ. გულრიფშის სადაბო საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატი; გულრიფშის რაიონის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება "წმინდა ნინოს" თავმჯდომარე; 1991 წლის 29 ნოემბერს კენჭს იყრიდა გულრიფშის რაიონის №49 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად; იყო აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის დეპუტატი; მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: scara.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |