The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა მესხი

ლეილა მესხი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1938
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 2024  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალბედისეული, ხონის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა მოსკოვის ისტორიულ-საარქივო უნივერსიტეტი 1965 წელს.
1971 წელს დაინიშნა ქუთაისის ისტორიული არქივის დირექტორად; 1985-2005წწ. მუშაობდა გამომცემლობა "მერანის" უფროს რედაქტორად. არის 18 ლიტერატურული კრებულის ავტორი: "მზე ხელისგულზე" (1973), "ჩემი ახლობლები" (1974), "ლანდი გაორთქლილ მინასთან" (1978), "დუმილის დედა" (1983), "ფაიფურის თოჯინა" (1986), "ამერიკელი სიძე" (1998),  "მოთხრობები" (2008); "მთავარი სასეირ(ნ)ო ქუჩა" (2015), "ფიქრის კრიალოსანი" (2015), "სიზმრის ანგელოზები" (2016), "ფიქრის კრიალოსანი" (2018) და სხვა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია
  • ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: