ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ლეილა მესხი
| დაბადების თარიღი: | 3 იანვარი, 1938 |
| გარდაცვ. თარიღი: | 26 იანვარი, 2024 (86 წლის ასაკში) |
| კატეგორია: | მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ახალბედისეული, ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის ისტორიულ-საარქივო უნივერსიტეტი 1965 წელს. 1971 წელს დაინიშნა ქუთაისის ისტორიული არქივის დირექტორად; 1985-2005წწ. მუშაობდა გამომცემლობა "მერანის" უფროს რედაქტორად. არის 18 ლიტერატურული კრებულის ავტორი: "მზე ხელისგულზე" (1973), "ჩემი ახლობლები" (1974), "ლანდი გაორთქლილ მინასთან" (1978), "დუმილის დედა" (1983), "ფაიფურის თოჯინა" (1986), "ამერიკელი სიძე" (1998), "მოთხრობები" (2008); "მთავარი სასეირ(ნ)ო ქუჩა" (2015), "ფიქრის კრიალოსანი" (2015), "სიზმრის ანგელოზები" (2016), "ფიქრის კრიალოსანი" (2018), "რჩეული მოთხრობები" (2022) და სხვ. მისი შემოქმედება გამოირჩევა თემის აქტუალობითა და სიმძაფრით, მიმზიდველი ფაბულითა და პრობლემის არსში წვდომის უნარით. იგი ავტორია არაერთი ლიტერარუეული წერილისა თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების შესახებ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- გ. ლეონიძის სახელობის პრემია
- ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია
- ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ფიქრის კრიალოსანი : ბიოგრაფიული ნოველები, დაკარგული ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2018. - 544გვ.. - ISBN: 9789941254130
- სიზმრის ანგელოზები : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2016. - 352გვ.. - ISBN: 9789941250910
- მთავარი სასეირ(ნ)ო ქუჩა : ახალი მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 456გვ.. - ISBN: 9789941109317
- ფაიფურის თოჯინა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2008. - 280გვ.
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 2007. - 351გვ. . - ISBN: 9992847697
|