The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დეა კულუმბეგაშვილი

დეა კულუმბეგაშვილი
დაბადების თარიღი:1986  (38 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

2011 წლიდან ცხოვრობს ნიუ-იორკში; 2013 წელს  კოლამბიის უნივერსიტეტის  რეჟისურისა და სასცენარო პროგრამის სტუდენტი გახდა. ფილმოგრაფია: Школа в Новом Свете (სკოლა "ახალ სამყაროში", მინი სერიალი, რუსეთი, 2013) - რეჟისორი; "უხილავი სივრცეები" (სცენარისტი, რეჟისორი, 2014); "10-16" (სცენარისტი, გაერთიანებული ემირატები/დიდი ბრიტანეთი/აშშ-2014; "ლეთე" (სცენარისტი, რეჟისორი, 2016); "მზის ქალაქი" (დოკ., სცენარისტი, 2016); "დასაწყისი"  (სცენარისტი, რეჟისორი, 2020); 2020 წელს დასახელდა კანის კინოფესტივალის სპეციალური გამომშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრად; კანის კინოფესტივალის 2020 წლის ოფიციალურ სელექციაში თავად რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი, არაერთი საერთაშორსო ჯილდოს მფლობელი ფილმი "დასაწყისი" დასახელდა; ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი კანის კინოფესტივალზე 3-ჯერ იქნა წარდგენილი: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი იყო მისი სადებიუტო ნამუშევარი "უხილავი სივრცეები" (2014); "რეჟისორთა ორკვირეულის" სექციაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა" (2016); 2020 წელს დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "დასაწყისი" 4 ჯილდო აიღო: კინოფესტივალის მთავარი პრიზი – "ოქროს ნიჟარა"; საუკეთესო რეჟისორის პრიზი - "ვერცხლის ნიჟარა"; საუკეთესო მსახიობი ქალი - "ვერცხლის ნიჟარა" (ია სუხიტაშვილი); საუკეთესო სცენარი - "ჟიურის სპეციალური პრიზი" (დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი). 2021 წელს დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 წყარო: forbeswoman.ge; ქართული კინო: georgian-cinema.ge; fortuna.ge


გააზიარე: