The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ტონია

თეიმურაზ ტონია
Date of birth:1960
Date of death:2018  (at 58 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ქ. კემეროვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიტრიული ფაკულტეტი 1983 წელს; ინტერნატურა კემეროვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე - 1984 წელს.
1984 წელს - ქ. ქუთაისის სკოლებისა და ბაგა-ბაღების ექიმი-პედიატრი; 1984 წელს - ქ. ქუთაისის ავტოქარხნის პოლიკნინიკა, ექიმი-პედიატრი; 1984-1985წწ. - ქ. ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე და ქალაქის მთავარი პედიატრი; 1985-2011წწ. - ქ.ქუთაისის ბავშვთა მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რეანიმაციული და პედიატრიული განყოფილების ექიმი; 2001-2003წწ. - ქ. ქუთაისის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი; 2010-2012წწ. - კლინიკა "ბომონდი", პედიატრიული სამსახურის უფროსი; 2012 წლიდან - ჰოსპიტალი "მედიქალსიტი", პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1998-1999წწ. - დაენიშნა საქართველოს პრეზიდენტის "ახალგაზრდა მეცნიერთა" სტიპენდია; 1995 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიული კათედრის გამგე; 2000 წლიდან - პროფესორი; 1991-1993წწ. - "ქუთაისის სამედიცინო ჟურნალის" რედაქტორი; "საქართველოს რესპირაციული ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი; მუდმივად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური და პერიფერიული ჰემოდინამიკა, გულის კუმშვადი ფუნქცია, ვეგეტატიური მაჩვენებლები ცერვიკალური პერიფერიული უკმარისობის დროს ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქოპულმონური დაავადებების განვითარებაში ნერვული სისტემის პერინატალური დაზიანების პათოგენეზური როლის საკითხისათვის", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.368; მედიქალ სითი: facebook.comold.newposts.ge

Member of Organizations

  • საქართველოს რესპირაციული ასოციაცია, წევრი

Share: