The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ქაშაკაშვილი

ამირან ქაშაკაშვილი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1953  (71 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალისუბანი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სპეციალობით მიწისქვეშა ნაგებობებისა და შახტების მშენებლობა 1975 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას; 1972-1975წწ. ტყიბულშახტმშენის სამმართველოს ცვლის უფროსი; 1977-1982წწ. თერჯოლის კომკავშირის რაიკომის გან-ის გამგე, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1982-1988წწ. თერჯოლის პარტიის რაიკომის მეორე მდივანი; 1988-1991წწ. თერჯოლის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1991-1992წწ. ფირმა "ალკას" პრეზიდენტი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №6.49 თერჯოლის ერთმანდანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge აქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ. -2015. -გვ. 337

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისია, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნალურ მეურნეობის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისია, წევრი (1992-1995)

გააზიარე: