The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინა ფაილოძე

მარინა ფაილოძე
Date of birth:1954  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1977 წელს.

1977–2015 წწ. - ჩაჩავას კლინიკის მორფოლოგიური ლაბორატორიის მორფოლოგი; 2008 წლიდან - სადაზღვევო კომპანიების "მედიჰელფის", "გიდმედისა" და "გერმანული კლინიკის" ციტოლოგი; 2008 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 2015 წლიდან - ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მორფოლოგი; 2018 წლიდან - თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მორფოლოგი; 2012 წლიდან მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გინეკოლოგიური მორფოლოგიის (ოპერაციული, ბიოფსიური, ციტოლოგიური), პლაცენტის პათოლოგიის და აბორტული (22 კვირამდე ვადით ნაყოფებში) ნაყოფების კვლევის მიმართულებით. 50–მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. ექიმი-პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დროული ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების და პლაცენტის მორფო-ფუნქციური ცვლილებების კორელაციური კავშირი მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსიის პირობებში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საკვერცხის ფოლიკულური აპარატის და ყვითელი სხეულის დისგენეზია საშვილოსნოს პროლიფერაციული მიომებით დაავადებულ რეპროდუქციული პერიოდის ქალებში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.370; ქირურგიის ეროვნული ცენტრი: kirurgia.ge


Share: