The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ფირცხალაიშვილი

გოჩა ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი:1963  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1986 წელს; 1990-1993 წწ. - ქ. მოსკოვი, სამედიცინო აკადემია, ქირურგიის კათედრის ასპირანტი.

1986-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ზოგადი ქირურგიის კათედრა, ორდინატურა; 1990-1993წწ. - ქ. მოსკოვი, N23 კლინიკური სამედიცინო დაწესებულება, ენდოსკოპისტი; 1994 წელს - ქ. მოსკოვის ნ. ვ. სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ენდოსკოპისტი; 1994-1996წწ. - ქ. მოსკოვის N2 ვეტერანთა სამედიცინო დაწესებულება, ენდოსკოპისტი; 1996-2002წწ. - ქ. მოსკოვი, N3 კლინიკური საავადმყოფო, ენდოსკოპისტი; 2003 წლიდან - თბილისი, "ინტერკლინიკა", ა. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, ენდოსკოპისტი. ექიმი-ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოლონოსკოპია შიგელოზების დიფერენციალურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კონტროლში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.371; vidal.ge


გააზიარე: