შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ქაჩლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1973 წელს; მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1981 წელს. 1967-1968წწ. გურჯაანის ხორცკომბინატი, მშენებელი მუშა; 1973-1978წწ. ვ.ი. ლენინის სახელობის "ელმავალმშენებელი", ინჟინერი; 1981-1984წწ. "ელმავალმშენებელი", წამყვანი კონსტრუქტორი; 1984-1987წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1987-1996წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უფროსი მასწავლებელი; 1996-1999წწ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მარტყოფ ჰესი", დირექტორის მოადგილე; 1998-1999წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ. -2015. -გვ. 338 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |