შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ქარსელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს; პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა 1983ნწელს; მოსკოვის იმუნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტურა - 1999 წელს; კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, იმუნოლოგიის კურსი1987 წელს; მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, სამედიცინო გენეტიკა 1988 წელს. 1976-1980წწ. - მე-9 ბავშვთა პოლიკლინიკა, უბნის პედიატრი; 1981-1983წწ. - პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი - კლინიკური ორდინატორი; 1983-1990წწ. - პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-2003წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2004წწ. - ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2004 წლიდან - პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი; 1993-1999წწ. - კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემია, სამედიცინო გენეტიკის კურსი; 1999 წლიდან - პედიატრიის კურსის ხელმძღვანელი; 1994-1996წწ. - თბილისის სამედიცინო აკადემია, პედიატრიის კათედრა, სამედიცინო გენეტიკის კურსის ხელმძღვანელი; 1995-1996წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო გენეტიკის კურსი; 1996 წელს - ქაიროს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ლექტორი, სამედიცინო გენეტიკის და იმუნოგენეტიკის კურსი; 2000-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, პედიატრიის კათედრის პროფესორი; 2004-2005წწ. - პედიატრიის კათედრის გამგე; 2005 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2005 წლიდან - უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი" - კლინიკური იმუნოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი; 2005 წლიდან - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ბავშვთა ალერგოლოგიაში. 116 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება. ექიმი-პედიატრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი 2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA სისტემის კლინიკური თავისებურებანი ბრონქული ასთმის დროს ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მრავალგანზომილებიანი ფენოტიპირება ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.373; vidal.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |