Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი ჭალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი (რუსეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; თბილისში დაიცვა დისერტაცია და ერთ-ერთი ცნობილი ფიზიკოსი იყო; წარმატებულმა ფიზიკოსმა სამეცნიერო საქმიანობა დროებით მიატოვა და საბჭოთა ტოტალიტარიზმთან ბრძოლა დაიწყო. 1970 წლის 4 ნოემბერს ვალერი ჭალიძემ ნობელის პრემიის ლაურეატ ანდრეი სახაროვთან და ფიზიკოს ანდრეი ტვერდოხლებოვთან ერთად საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი კომიტეტი დააარსა. კომიტეტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც მიზნად ისახავდა უფასო კონსულტაციების გაწევას პირებისათვის, რომელთა უფლებებიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაარღვია. ამ ჯგუფის თვითგამოცემებს შორის პირველი იყო ჟურნალი "სოციალური პრობლემები", რომლითაც კომიტეტის დამფუძნებლები მოითხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სამოქალაქო უფლებების თემაზე არაერთ კრიტიკულ კითხვას სვამდნენ. 1972 წელს ვალერი ჭალიძემ აშშ-ს ვიზა მიიღო და ჯორჯთაუნისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ლექციის წასაკითხად წავიდა. თუმცა ის უკან, საბჭოთა კავშირში ვეღარ დაბრუნდა. მას ჩამოართვეს საბჭოთა პასპორტი და მოქალაქეობა. საბჭოთა პოლიტიკურ ცხოვრებას და კანონებს მან არაერთი წიგნი მიუძღვნა. მათ შორის, "კრიმინალური რუსეთი", "ადამიანის უფლებათა ქრონიკა საბჭოთა კავშირში" და სხვ. ამერიკაშიც გამოსცემდა "მიმდინარე ქრონიკებს", სადაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდა; იქვე დაარსა გამომცემლობა "Chalidze-Publication", რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა. აშშ-ში ცხოვრებისას ის "ჰიუმან რაითს უოჩის" მაშინდელ დირექტორს აწვდიდა ინფორმაციას საბჭოთა კავშირში არსებული დარღვევების თაობაზე. იგი ნიუ-იორკშიც საბჭოთა კავშირის დანაშაულებს აღწერდა და გამოსცემდა, ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებსაც; საბჭოთა კავშირში ადამიანების უფლებების დარღვევების ფაქტებს იძიებდა და ავრცელებდა. ნიუ-იორკში 1982 წელს გამოსცა წიგნი "სტალინი - კომუნიზმის დამპყრობელი". დაქორწინებული იყო იურისტსა და უფლებადამცველ ლიზა ბარნარდტიზე. მათ რედაქტირება გაუკეთეს და გამოსცეს წერილების თარგმანი აშშ-ის კონსტიტუციის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საბჭოთა ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს 1990 წლის შეხვედრისას უსახსოვრა. ვალერი ჭალიძემ 1985 წელს მაკარტურის ფონდისგან პრესტიჟული ჯილდო - ადამიანის უფლებათა დაცვის გენიოსის წოდება მიიღო. იგი იელის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და წლების მანძილზე მიწვეული ლექტორი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტში, ასევე აგრძელებდა კვლევებს თეორიულ ფიზიკაში. ვალერი ჭალიძე 2018 წლის 3 იანვარს, 79 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მისი არქივის ნაწილი კოლუმბიის უნივერსიტეტში იყო დაცული, 2019 წლის ივლისიდან ეს უნიკალური არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი. წყარო:m.facebook.com; საინფორმაციო პორტალი სამცხე-ჯავახეთიდან: old.sknews.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |