შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთო მოსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის განხრით; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1969 წლიდან იღებს მონაწილეობას გამოფენებში; 1986 წელს ტოკიოში მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოებული იყო ოქროს მედლით სურათისთვის "ცივი დღე"; თბილისში გამართულ საერთაშორისო საშობაო ფესტივალის გამოფენებში დაჯილდოვდა პირველი, სამჯერ მეორე პრემიით; 1990 წელს გაიმართა პირველი პერსონალური გამოფენა ქ. მოსკოვში; 2004 წელს მხატვრის პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში; 2009 წელს მოეწყო პერსონალური გამოფენა გალერეა "დი-არტში"; იგი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: პოლონეთში, ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, მოსკოვი; ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში; მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო: საფრანგეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ინგლისში, მალტაში, შვეიცარიაში, უკრაინაში, სომხეთში; 2017 წელს დაჯილდოვდა "საამაყო დიდუბელის" წოდებითა და მედლით. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში; კერძო კოლექციებში: პორტუგალია, პოლონეთი, აშშ, ჩინეთი, თურქეთი, იტალია, საქართველო, ნორვეგია, რუსეთი, უზბეკეთი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: კოლექცია "ივერიელი" - ავთო მოსიაშვილი (ბუკლეტი, dspace.nplg.gov.ge); საქართველოს მხატვართა კავშირი: facebook.com; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 132-133 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |