The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ჩალაძე

ვასილ ჩალაძე
Date of birth:9 September, 1913
Date of death:2010  (at 96 years)
Category:Public Man, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიეთი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1941 წელს.

მალევე დაინიშნა ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; დიდი სამამულო ომის დროს, 1941-1942 წლებში, მონაწილეობა მიიღო კარელიის ფრონტზე გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ; 1942 წლის ივლისში საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით კარელიის ფრონტიდან იგი გადმოიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტის განკარგულებაში ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო შენაერთებში, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის ბრძოლებში - დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი ინსტრუქტორის, პოლკის კომისრის, პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობებზე; დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს გადაიყვანეს რუსთავის ველზე ამიერკავკასიის მეტალურგიული კომბინატისა და ქიმიური ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით დანიშნეს ჯერ რუსთავის ქალაქკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ; 1951 წელს - ქალაქკომის მეორე მდივნად; 1952-1957წწ. - პირველ მდივნად; მალე ვასილ ჩალაძე დაწინაურდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხსაგებ თანამდებობაზე; ერთხანს იმუშავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო ათეული წლების განმავლობაში - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მდივნად; ბოლოს თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში; სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლკოვნიკი, თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2010. 18 მაისი, N91 (6457), 11 გვ.: Untitled-1 (nplg.gov.ge)P_5370.jpg (2033×3092) (nplg.gov.ge)

Awards and Honors

  • 1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • რუსთავის საპატიო მოქალაქე

Share: