The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა კოპალიანი

ანა კოპალიანი
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1984  (41 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 2005 წელს; 2009 წელს - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა თარგმანმცოდნეობის სპეციალობით; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი (ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა). საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი (2005).

2012 წლიდან არის თსუ-ს მოწვეული მასწავლებელი; 2018 წლიდან - ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; სხვადასხვა დროს მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; თარგმნის ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის ნიმუშებს: მაია ენჯელოუ "ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი" (2017); ნათანიელ ჰოთორნი "ალისფერი დამღა" (2018); ტ. ს. ელიოტი "მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ" (2020); მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და გამარჯვებული, მათ შორის: ახალგაზრდა მთარგმნელთა პრემია (2005), ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია (2008).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 193; სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი": spekali.tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: