შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ქიძინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კობალთა, შუახევის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს. 1975-1978წწ. შუახევის რ-ნის უბნის კოლმეურნეობის წევრი; 1982-1987წწ. აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის კორესპონდენტი; 1987 წელს ნარაზენის სავაჭრო საცალო გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1987-1988წწ. დარჩელის სავაჭრო გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1988-1991წწ. მესტიის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1991 წელს აჭარის კოოპკავშირის სარაინათაშორისო სამშენებლო მასალების ბაზის დირექტორის მოადგილე; 1991-1993წწ. მრავალდარგობრივი საწარმოო კომერციული ფირმა "მარსი 91"-ის პრეზიდენტი; 1993-1995წწ. აჭარკოოპკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 1993-1995წწ. აჭარის არ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 340 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |