The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ძაგანია

გურამ ძაგანია
ოფიციალური სახელი:ჯემალ ძაგანია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით 1964 წელს; თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს.
1966-1967წწ. მუშაობდა თბილისის 67-ე საშუალო სკოლაში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად; 1967 წლიდან  საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ხელბურთის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1992-2005წწ. პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2005-2007წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2013 წლიდან საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია; 1984 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ხუთი სახელმძღვანელო და ექვსი მონოგრაფია; მონაწილეა მრავალი კონფერენციისა და კონგრესების: საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე (თბილისი 25-28 ოქტომბერი 2018 წელი); 2001წ. საქართველოს ოლიმპიური აკადემიის პრორექტორი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1987 წელს, სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში 1999 წელს, პროფესორი (1992).

წყარო: საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: sportuni.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი (2018-)
  • საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციია, ვიცე-პრეზიდენტი (2001-2003)
  • საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმი, წევრი (1975-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემია
  • 2023 - სპორტის რაინდი
  • 2016 - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მედალი
  • 2016 - სპორტის რაინდი
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1984 - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (ხელბურთი)
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (ხელბურთი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: