ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ლანა კალანდია
დაბადების თარიღი: | 1 ოქტომბერი, 1970 (54 წლის) |
კატეგორია: | მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს; 1992 წელს ჩაბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1992 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უნივერისტეტის უახლესი ლიტერატურის ისტორიის კადედრაზე ლაბორანტად; 1995-1999წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი; 1992-1999წწ. მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში; 1995 წელს გამოიცა მისი წიგნი "ფიქრიდან სიტყვამდე"; 2013 წლიდან თარგმნის ესპანურ და ლათინოამერიკულ ლიტერატურას; დაჯილდოებულია ილიაუნის პრემიით უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის ("ვაცის ნადიმი", "ქალაქი და ძაღლები"); სხვადასხვა წლებში სამჯერ იყო "საბას" ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი.
სადისერტაციო თემა - "ბესიკ ხარანაულის პოეზია", დაიცვა 1995 წელს.
ბიბლიოგრაფია
- საუბარი კათედრალში : მარიო ვარგას ლიოს (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2020
- საოცრებათა ქალაქი : რომანი / ედუარდო მენდოსა (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 528გვ.. - ISBN: 9789941482045
- ქალაქი და ძაღლები : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2017. - 492გვ.. - ISBN: 9789941470424
- ვაცის ნადიმი : რომანი / მარიო ვარგას ლიოსა (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2016. - 606გვ.. - ISBN: 9789941466434
- ბროდის ანგარიში : მოთხრობები / ხორხე ლუის ბორხესი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2015. - 114გვ.. - ISBN: 9789941458736
- ცუდი გოგოს ოინები : რომანი / მარიო ვარგას ლიოსა (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2015. - 376გვ.. - ISBN: 9789941458453
- 98 : მიგელ დე უნამუნო, ანტონიო მაჩადო, რუბენ დარიო, რამირო დე მაესტუ, ხასინტო ბენავენტე, პიო ბაროხა, რამონ დელ ვალიე-ინკლანი : დიალოგები (მთარგმნელი). - თბილისი, არტანუჯი, 2013. - 110გვ.. - ISBN: 9789941445231
- ფიქრიდან სიტყვამდე : ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 1998. - 176გვ.
|