შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე შაქარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.
1979-1987წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის კათედრა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პათოფიზიოლოგიის კათედრა, ასისტენტი; 1991-1995წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პათოფიზიოლოგიის კათედრა, დოცენტი; 1987-2006წწ. - სამკურნალო კომბინატი ჰიპერბარული ოქსიგენაციის, განყოფილების გამგე; 1991-1994წწ. - შ.პ.ს. "მედეა", გენერალური დირექტორი; 1996-2006წწ. - ს. ხუნდაძის სახელობის ინსტიტუტი "სხივი" პრორექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი; 1993-1999წწ. - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პროფესორი; 2000-2008წწ. - საქართველო-ისრაელის უნივერსიტეტი, რექტორი, პროფესორი; 2001-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, დოცენტი; 2008-2019წწ. - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 136 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპერბარული ოქსიგენაციის ზეგავლენა ორგანიზმის იმუნურ სტატუსზე მწვავე მასიური სისხლდენის დროს", დაიცვა 1986 წელა; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიპერბარული ოქსიგენაცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობის კომპლექსში", დაიცვა 2002 წელს.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.376; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |