The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულნარა შელია (დოდო)

გულნარა შელია
Date of birth:9 September, 1952  (72 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს; სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) დედათა და ბავშვთა დაცვის ინსიტუტის ორდინატურა - 1978 წელს.

1977-1981წწ. - რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი რეანიმატოლოგი; 1980-1982წწ. - N2 ქალთა კონსულტაცია, ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1982-1991წწ. - N3 სამშობიარო სახლში, ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1992-1993წწ. - N3 სამშობიარო სახლი, სამეანო განყოფილების გამგე; 1993-1994წწ. - ქუთაისის მერის მრჩეველი ჯანმრთელობის საკითხებში; 1994-1997წწ. - ქუთაისის ვიცე-მერი; 1997-1998წწ. - ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის დირექტორი; 1998-1999წწ. - ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006–2016წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი; 2012 წლიდან -აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აზოტოვანი მინერალური სასუქების (ნიტრატების) გავლენა ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობასა და გამოსავალზე ნაყოფის ანტენატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.377; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.358;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.108


Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დედათა და ბავშვთა დაცვისა და ოჯახის განვითარების საკითხთა ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი ფრაქცია", წევრი (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2003)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: