The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი გელენავა

ირაკლი გელენავა
Date of birth:4 July, 1973
Date of death:19 February, 2022  (at 48 years)
Category:Historian, Scientist, Educator, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალი.            
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, ისტორიის სპეციალობით 1998 წელს (მაგისტრი); ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი (დოქტორი) 2004  წელს; საგანმანათლებლო სფეროს ტრენერის მოსამზადებელი კურსი (2007-2008). 
1990-1991წწ. მუშაობდა ქ. გალის მრავალდარგოვან პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში შრომის მასწავლებლად; 1998-2005 წწ. სამეცნიერო – შემოქმედებით გაერთიანება "ცხუმის" სწავლულ მდივნად; 2005-2006წწ. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის დოცენტად; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად; 2005–2006წწ. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების სამმართველოში; 2006–2007წწ. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების სამმართველოს უფროს სპეციალისტად; 2007-2010წწ. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ტერიტორიული წარმომადგენლობებისა და საინფორმაციო მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 2009-2011წწ.  დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2012წწ. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამების, ანალიტიკური საქმიანობისა და კვლევების სამმართველოს უფროსად; 2012–2014წწ.  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამებისა და საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად; 2014-2019წწ. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსად;  2019 -2020წწ. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად; 2020.19.03–2020.20.07 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინიტროს მინისტრის პირველ მოადგილედ; 2000 -2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი (ლექციების კურსი: ისტორიის, დიპლომატიისა და პოლიტოლოგიის მიმართულებები ასევე სადოქტორო თემების სამეცნიერო ხელმძღვანელი); მონაწილეა მრავალი კონფერენციისა და პროექტის; კითხულობს სასწავლო და საჯარო ლექციებს სხვადასხვა პროექტში და ატარებს ტრენინგებს აქტუალურ თემებზე; 2018-2019წწ. - მედიაკავშირი "ობიექტივი" - საავტორო სატელევიზიო გადაცემის - "ტკივილი, სახელად აფხაზეთის" წამყვანი; 2005-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სამეცნიერო ჟურნალ "საისტორიო ვერტიკალების" სარედაქციო კოლეგიის წევრი; "დევნილთა პრობლემების კვლევისა და ადვოკატირების საგანმანათლებლო ქსელის" კავშირის  გამგეობის თავმჯდომარე (2008); არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამაგისტრო და სადოქტორო შრომების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მადლობა და საპატიო სიგელი; აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

Awards and Honors

  • 2015 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
    ქართული პერიოალები 1900-1921 წწ. : აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა / შემდგ.-რედ. ირაკლი გელენავა.-თბილისი : მერიდიანი, 2014.-456გვ.

Bibliography


Share: