შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ სახელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1971 წელს თბილისის ზღვაზე "დოსააფის" საზღვაო კლუბში, ზ. სახელაშვილისა და მისი მეგობრების თაოსნობით, ნიჩბოსნობისა და შორეული სპორტული ნაოსნობის ეკიპაჟი "ამირანი" შეიქმნა; საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცირე წყალწყვისა და რეზინის გასაბერი ნავებით დაიწყო უმაღლესი კატეგორიის ურთულესი სპორტული გადასვლები; 1971 წლის 5 მაისს, თბილისში, მარჯვენა სანაპიროდან, ჩაეშვა მტკვარში ეკიპაჟ "ამირანის" პატარა ნავი და დაიწყო დიდი საწყალოსნო მოგზაურობა, ეკიპაჟს ზ. სახელაშვილი ხელმძღვანელობდა; პირველი მარშრუტი იყო "დიდი კავკასიური წრე"; დაიწყო სპორტული სანაოსნო გადასვლა: თბილისი-ბაქო-ასტრახანი-სტალინგრადი-როსტოვი-ქერჩი-ნოვოროსიისკი-ბათუმი; გაიარეს 3500 კმ. განსაკუთრებული იყო აგრეთვე: ბათუმი-ნოვოროსიისკი-ქერჩი-აზოვის ზღვა-ვოლგა-დონის არხი-ციმილიანსკის წყალსაცავი-სტალინგრადი-კუიბიშევი-მოსკოვი-ლენინგრადი-სმოლენსკი-ოდესა-დნეპრი-შავი ზღვის მარშრუტის გავლა, მაგრამ ეკიპაჟის ყველა წევრისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რეზინის გასაბერი ნავებით შესრულებული გადაცურვა ციმბირის უდიდეს მდინარე ენისეიზე, რომლის გავლას საკრეისერო იახტებიც კი ვერ ბედავდნენ აქ არსებული ურთულესი მონაკვეთების გამო (ზოგან 3 კმ სიგანის მდინარე 700 მეტრიან გრანიტის კანიონში ექცევა და ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს მდინარე დუღს); ეკიპაჟ "ამირანის" წევრებმა ეს მონაკვეთიც მშვიდად გაიარეს და კუნძულ დიქსონამდე მიაღწიეს; ენისეის რეზინის გასაბერი ნავებით გადაცურვა, დღემდე განუმეორებელ და უნიკალურ რეკორდად ითვლება; ზ. სახელაშვილმა თავისი სპორტული მოღვაწეობის მანძილზე 50 ათას კმ-ზე მეტი გაიარა; მიღწეული თვალსაჩინო წარმატებებისა და რეკორდული გადასვლებისთვის, 1974 წელს, მას თავის ოთხ მეგობართან ერთად, საბჭოთა კავშირში პირველს, შორეულ სპორტულ ნაოსნობაში მიენიჭა სპორტის ოსტატის საპატიო წოდება. გარდა კარგი სპორტსმენობისა, იგი მკვლევარი და მეცნიერი იყო; გეოლოგიაში, კერძოდ, სტრატიგრაფია-პალეონტოლოგიაში; იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; მან დიდი სკოლა გაიარა ქართული გეოლოგიური სკოლის კორიფეების ხელმძღვანელობით, იგი მათი საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო. შორეული სპორტული ნაოსნობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გეოლოგიის დოქტორი. წყარო: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |