The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ჩახუნაშვილი

კონსტანტინე ჩახუნაშვილი
დაბადების თარიღი:1955  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურა - 1980 წელს.

1980-1996წწ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ექიმი; 1996-2006წწ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1992-2002წწ. – თბილისის ბავშვთა N2 საავადმყოფოსთან არსებული სამედიცინო კოლეჯი, პედაგოგი თერაპიის პროფილით; 2002-2006წწ. – თბილისის სამედიცინო პედიატრიული ინსტიტუტი, თერაპიული კურსის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან – თბილისის ჯანმრთელობის ცენტრი, კონსულტანტი; 2009 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტ-დიპლომური განათლების პროფესორი; ევრომეცნიერების  საქართველოს  ეროვნული  სექციის  მედიცინისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სპეციალური კლინიკური სამეცნიერო კვლევებისა პრეპარატ გა-40-ის შესახებ. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ათეროსკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის საკითხები კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული ანალიზის საფუძველზე", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.380; ქართული სამედიცინო ენტერნეტქსელი: medgeo.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო კომისია, წევრი, ექსპერტი (2010-)
  • ჰუმანიტარული მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

გააზიარე: