The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი ტატუნაშვილი

ჯონი ტატუნაშვილი
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყანჩავეთი, ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია - ისტორიკოსი  (ბაკალავრი) 1997 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - დოქტორანტი; სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია - სამეთაურო საშტაბო კურსი (CGSC).

1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; 1997-2001წწ. იყო დაზვერვის სამმართველოს სასწავლო ცენტრის ოცმეთაური, შემდეგ ასმეთაური; 2001-2002წწ. სპეციალური დანიშნულების ძალების "კომანდოს" ბატალიონის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახურის უფროსი; 2003-2005წწ. სპეციალური დანიშნულების ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მმართველობის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ოფიცერი; 2005-2008წწ. I ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური, შემდეგ იმავე ბრიგადის მმართველობის შტაბის უფროსი; 2008-2015წწ. ეკავა სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის, შემდეგ უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) შემადგენლობაში ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობის უფროსი სამხედრო წარმომადგენლის, J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის თანამდებობები; 2015-2016წწ. მეთაურობდა V ქვეით ბრიგადას; 2016-2019წწ. იყო დასავლეთის სარდლის მოადგილე; 2019-2020წწ.  დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი; 2020 წლის ივლისიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი; მონაწილეობა აქვს მიღებული კონფლიქტში ცხინვალის რეგიონში (2004), რუსეთ-საქართველოს ომში (2008), ასევე საერთაშორისო მისიებში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. დაჯილდოებულია უწყებრივი და სახელმწიფო ჯილდოებით მათ შორის ნატოს მედლით, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით. ქართველი ბრიგადის გენერალი (2020).

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"
  • მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"
  • მედალი "გენერალი კვინიტაძე"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (I ხარისხი)
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: