Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ზურაბ ქავთარაძე
Date of birth: | 2 January, 1953 |
Date of death: | 20 September, 2021 (at 68 years) |
Category: | Actor/Actress, Educator, Filmmaker |
Biography
დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1983 წელს.
დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო სარეჟისორო ფაკულტეტი, მხატვრული კინოს სპეციალობით 2002 წელს. 1996 წლიდან იყო ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი; 1983-1988წწ. მეტეხის თეატრის მსახიობი; მნიშვნელოვანი როლები: გუბერნატორი ცეიონი, ტერენციუს ნერონი ("ცრუ ნერონი"); მეფე შარლი ("ტოროლა"); გრიქულ ვაღრამიჩი ("ვაი ჭკუისაგან"); გლეხი ("ჩვენისთანა ბედნიერი განა არი სადმე ერი?!"); გელა ("მერე რა რომ სველია, სველი, იასამანი"); პარუმ ოსეპა ("ჯერ დაიხოცნენ, შემდეგ იქორწინეს"); ოქრპეტა ("მზიანი ღამე"); გაბრიელი ("საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში"); სენიორ ლომბარდი ("ორი ბატონის მსახური"); ალფონსი ("მა მურე"); კაკო ("მოხუცთა თავშესაფარი"); მთხრობელი ("ზვავი"); ალე ("ერთი უბრალო ამბავი"); ბომჟი ("ბოლო გაჩერება"); მარლაგრამი ("31 ივნისი"); ჟევაკინი ("ქორწინება"); ანდრია ("ტერეზა რაკენი"); ებრაელი მეცნიერი ("ნული საათი"); მოსამართლე ("მოგზაური ზღპარი"); შოშია ("თეთრი ბაირაღები"); პასტორი ("რამდენი დემონიც გნებავთ"); ალექსი ("ომის ღმერთი"); პასტორი ("კილი და დუ"); ლივიუ ("განმშორებელი"); ტენორიო ("სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი"); სოფლის გიჟი ("KLDIASHVILI.GE N რწმენითა და იმედით"); გუბერნატორი ("ხანუმა"); თეთრი ("კუნძული"); გადაღებულია ფილმებში: "წიგნი ფიცისა"; "ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი"; "ჭერი"; "მოვკლათ მეფე"; "მონანიება"; "ნეილონის ნაძვის ხე"; "ვირთხა"; "უძინართა მზე"; "იავნანამ რა ჰქმნა"; "ლეონარდო"; "იღბლიანი"; "იყო და არა იყო რა"; "ჩიხი"; "ცხელი ძაღლი"; "დუბლ D"; "ახლობელი მტერი"; "თორმეტი მსაჯული"; "ბოლო სადგური"; "სოლომონი"; "კაცი"; "ნამე"; გადაღებული აქვს ფილმები: "ჰომოსაპიენსები"; "ტრიუმფი", "დუბლ D", "ტაო-კლარჯეთი", "კიშინოვური პორტრეტები", "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", "კულისებიდან კულისებში", "ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი", "იყო და არა იყო რა"; "კომენტარის გარეშე"; "ბათუმური ქრონიკები"; "ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაბრუნდები"; "მემთივრეები"; "ზექერია"; "დაკარგული საქართველო"; "ყურმოკრული ამბავი"; ჯილდო: 2005 წელი - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, არის მონტაჟის რეჟისორი და ფილმების მუსიკალური გამფორმებელი. ზურა ქავთარაძე წლების განმავლობაში აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იგი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავე დეპარტამენტის პროფესორი იყო; ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი: batumitheatre.ge; ბათუმის დრამატული თეატრის ფეისბუქ გვერდი: facebook.com
|