შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა დადა ლაშხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამის სარეჟისოროს განხრით (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). სამუშაო გამოცდილება: 2005-2006წწ. ჯო ბენსენის ფოტოგრაფიის სკოლა; 2007-2008წწ. მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორის ასისტენტი; 2009-2012წწ. შემოქმედებითი საღამოების ორგანიზატორი ლიტერატურულ კაფეებსა და კინო-თეატრებში, ასევე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში; ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის თეატრის სპექტაკლის "შემოდგომის სონატა"-ს რეჟისორი (2010); საინფორმაციო სააგენტო "ინფო-9", რედაქტორი (2012); 2014 წელს მისი თანაავტორობითა და თანარეჟისორობით პარიზის Théâtre Antoine-ში დაიდგა სპექტაკლი "Cours, cours encore"; იყო მებაღე, პარიზის რენესანსის ნაციონალურ მუზეუმში (2016); 2016–2017წწ. მზარეული "Planete Sèsame Métisse"-ში; მზარეული "Mulko"-ში (2018); 2018-2021წწ. შეფმზარეული "Château Maubuisson"-ში; 2021 წლის მაისიდან პარიზის მერიის სამედიცინო რესტორაციის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი. ბავშვობიდან წერს, ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს; 2015 წელს, საქართველოში მისი პირველი რომანი - "გოგონა საცვლების გარეშე" გამოიცა, რასაც მალევე მოჰყვა მეორე და მესამე წიგნი; აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, სხვადასხვა არხებზე. 2011 წლიდან ცხოვრობს პარიზში. წყარო: ქართული კვირა: kartuli.kvira.ge; lelukalashkhi.weebly.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |