შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩიჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1994 წელს. 1997-1999წწ. - DAAD-ის სტიპენდიანტი ქ. ტიუბინგენის თვალის სნეულებათა საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია); 2000-2001 წლებში კი – დოქტორანტურა ქ. მიუნსტერის თვალის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია). 2001-2011წწ. - თბილისის თვალის სნეულებათა კლინიკის შპს "მზერა"-ს დირექტორი; 2010 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გრაცის თვალის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია) და ქ. დორტმუნდის ცენტრალურ კლინიკაში; 2004 წლიდან - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ოფთალმოლოგი. 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოსტტრავმული პროლიფერაციული ვიტრეორეტინული პათოლოგიის პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.382; vidal.ge; newvision.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |