The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ნინუა

ოთარ ნინუა
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1950
გარდაცვ. თარიღი:2018  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიური გეოგრაფიის სპეციალობით 1975 წელს.
1975-1981წწ. მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სხვადასხვა პოზიციებზე: რწმუნებული, რეფერენტი, ექსპერტი, გამოფენების დირექტორი; 1981-1992წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 1992-1993წწ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში კადრების სამმართველოს უფროსად; 1993-1996წწ. დამნაშავეობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1996-2018წწ. (გარდაცვალებამდე) საერთაშორისო ორგანიზაცია "SOS ბავშვთა სოფელში"; იყო "SOS ბავშვთა სოფელი თბილისის" დირექტორი. მიღებული აქვს ორგანიზაციის ჯილდოები, სიგელები, სერთიფიკატები. გამორჩეული ღვაწლისთვის ჰერმან გმაინერის სახელობის აკადემიამ (ავსტრია) მიანიჭა უმაღლესი ჯილდო - სახელობითი ოქროს ბეჭედი; ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის დროს, იგი საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა სხვადასხვა ცხელ წერტილში. ვიცე პოლკოვნიკი, საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ ნინუას შვილი.
წყარო: ფოტო ამბები: facebook.com

გააზიარე: