შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ყუბანის (კრასნოდარი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმი-ქირურგის კვალიფიკაციით 1982 წელს. 1982-1983წწ. – ქ. პენზის საოლქო კლინიკური საავადმყოფო, ქირურგიის განყოფილება, ექიმი-ინტერნი; 1983-1986წწ. - პენზის ოლქის პოიმის რაი-საავადმყოფო, ქირურგიული განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი; 1987-1994წწ. - ქ. ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის N2 კათედრა, კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი; 1995-1996წწ. – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, წამყვანი სპეციალისტი; 1996-2003წწ. – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, ქირურგიის განყოფილება, უფროსი ორდინატორი; 1997-2000წწ. – სამედიცინო ინსტიტუტი "VITA", ქირურგიის კათედრის გამგე; 2000-2004წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის ექსტრემალური მედიცინის კლინიკური დისციპლინების კათედრა, კათედრის გამგე, პროფესორი; 2003 წელს – USA army (21CSH US Army), Irak, ქირურგიული განყოფილება; 2004 წელს – Landshtul Regional Medical Centre (Germany) US army Hospital (გერმანია), ქირურგიული განყოფილება; 2004-2012წწ. – აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ქირურგიული დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი; 2005-2011წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გადაუდებელი ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი (კათედრა), დეპარტამენტის (კათედრის) ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2012-2014წწ. – აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, კლინიკური დირექტორი; 2014 წლიდან – სამედიცინო ცენტრი "ვივამედი", ქირურგიული დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი; 2006 წლიდან - ჟურნალ «Вестник эндокринологии» სარედაქციო საბჭოს წევრი; 2014 წლიდან - პოსტდიპლომური განათლების – სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელი. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Лечение дивертикулеза тонкой кишки", დაიცვა 1992 წელს (სანქტ-პეტერბურგი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭ-ქვეშა ბეტა უჯრედების ტრანსპლანტაციის გავლენა ნახშრიწყლოვანი ცვლის, ჰორმონალური პროფილის და იმუნური სისტემის აქტივობაზე აბდომინარული პათოლოგიებით და თანმხლები შაქრიანი დიაბეტით (II ტიპი) დაავადებულ ავადმყოფებში, ქირურგიული მკურნალობის დინამიკაში", დაიცვა 2001 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.383; სამედიცინო პორტალი: vipmed.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |