The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ბაკურაძე

სალომე ბაკურაძე
ოფიციალური სახელი:სალომე ბაკურაძე
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, საფორტეპიანო განყოფილება; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის (2006), ხოლო 2008 წელს ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით.

2005 წელს მონაწილეობა მიიღო ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში "ნუცას სკოლა" (TV იმედი) და გავიდა ნახევარ ფინალში; ამავე წელს "TV იმედის" მიწვევით მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ შოუში "იმედის ტალღა"; 2006 წელს კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მიწვევით იყო მისივე სახელობის კვინტეტის წევრი; 2006 წელს საქართველოს სახელით მოლდოვეთის საერთაშორისო კონკურსში "friends faces" მიიღო მონაწილეობა და ლაურეატი გახდა; 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო მერიკული სატელევიზიო შოუს "pop idol"-ის ქართულ ანალოგში "რუსთავი 2"-ზე, სადაც შოუს ფინალისტი გახდა და მე-2 ადგილი დაიკავა; 2009 წელს იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მიიწვია მსოფლიოში ცნობილი შოუს "Two stars" ქართულ ანალოგში; 2009 წელს "რუსთავი 2"-მა იგი მიიწვია "pop idol"-ის ანალოგ პროექტ "Geo star" 2000-ში სპეციალურ სტუმრად; 2008 წლის ფინალისტობის შემდეგ მას ინტენსიურად იწვევდნენ სხვადასხვა ტელეკომპანიები რეიტინგულ გადაცემებში; 2010 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მიიწვია მეგა შოუში "Bravo", სადაც მან მაყურებლის და ჟიურის მხარდაჭერით გამარჯვება მოიპოვა; 2015 წელს ტელეკომპანია "GDS"-ის მიწვევით მონაწილეობას იღებს მეგა შოუში, საერთაშორისო პროექტ "one in one" ქართულ ანალოგში, "ერთი-ერთში", სადაც იმარჯვებს; 2015 წლიდან არის "სამედიცინო ჰოლდინგი 23"-ის სახე; 2018 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსის, საერთაშორისო ჟიურიში; 2020 წლის იანვარში მან გამოუშვა ახალი სინგლი და ვიდეორგოლი სახელწოდებით "აღარ გიცდი"; 2021 წლის სექტემბრის თვეში გამოუშვა ახალი სინგლი "ჩიორა".


გააზიარე: