შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბაჯელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ქ. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი სპეციალობა შტურმანის სპეციალობით 1981 წელს. მსახურობდა ქ. ფოთში საგუშაგო ხომალდ "დელფინის" საბრძოლო ნაწილის პირველ მეთაურად (27.09.1986-11.10.1986); 1992-1995წწ. მსახურობდა საქართველოს შინაგან ჯარში; 1989-1992წწ. სოფელ გვარას საშუალო სკოლის დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებლად; 1995 წელს საქართველოს საზღვაო ძალების საზღვაო დივიზიონის შტურმანად; 1996-1997წწ. საქართველოს საზღვაო ძალების საპატრულო გემების დივიზიონის კატარღის მეთაურად; 1997-1998წწ. საქართველოს საზღვაო ძალების შერეული სამხედრო საზღვაო ბრიგადის საპატრულო კატარღის "გრიფი-104"-ის მეთაურად; 1998-1999 წწ. საქართველოს საზღვაო ძალების ხომალდ "201"-ის მეთაურად; 1999-2000წწ. საქართველოს საზღვაო ძალების ცალკეული საზღვაო დივიზიონის დიდი საპატრულო კატარღა "202"-ის მეთაურად; საქართველოს საზღვაო ძალების სამხედრო-საზღვაო ბაზის საპატრულო ხომალდების დივიზიონის მეთაურად (2000); 2000-2001წწ. ეკავა საქართველოს საზღვაო ძალების საარტილერიო ხომალდების დივიზიონის მეთაურის თანამდებობა; 2001-2003წწ. საქართველოს საზღვაო ძალების საპატრულო კატარღების დივიზიონის მეთაურის თანამდებობა; საქართველოს საზღვაო ძალების სამხედრო საზღვაო ბრიგადის სანაპირო დაცვის საპატრულო სადარაჯო ხომალდების დივიზიონის მეთაურის თანამდებობა (2003); 2003-2004წწ. საქართველოს საზღვაო ძალების სამხედრო საზღვაო ბრიგადის შტაბის უფროსის თანამდებობა და ასრულებდა სამხედრო საზღვაო ბრიგადის მეთაურის მოვალეობას; 2004-2008წწ. საქართველოს საზღვაო ძალების ბათუმის სამხედრო საზღვაო ბაზის მეთაურის თანამდებობა; 2008-2009წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსების სპეციალიზაციის კურსის საბრძოლო შეიარაღების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა; თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამეთაურო საშტაბო კურსის ინსტრუქტორთა განყოფილების უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა (2009); 2010-2011წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის კოორდინირებისა და მონიტორინგის განყოფილების ლოგისტიკური მომზადების სწავლების უფროსი ოფიცრის თანამდებობა; 2011-2013წწ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მართვის ცენტრში; 2013-2016წწ. გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის განვითარებისა და რესურსების დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2016 წლიდან ბათუმის სახელმწუფო საზღვაო აკადემიის შინაგანაწესის, კონტროლის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მ. ბაჯელიძის მეთაურობით ჩამოყვანილია ყველა მცურავი საშუალება, რომლებიც საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალებს საჩუქრად გადმოსცეს მეგობარმა ქვეყნებმა, კერძოდ: "ივერია", "მესტია", "ქუთაისი", "გურია" და "ატია". თადარიგის პირველი რანგის კაპიტანი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |