შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ დოჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს სოხუმში; ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები FOJO /კალმარი/, შვეცია 2008 წელს. ცხოვრობდა გალის რაიონში; 1974 წლიდან იყო ზეინკალ-რემონტიორი - "საქსოფლტექნიკის" გალის რაიგანყოფილებში; 1996 წლიდან ქ. ფოთში სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ინსტიტუტში რექტორის თანაშემწე დაუსწრებელი სწავლების დარგში; 1993 წელს გაზეთ "ერთობას" რედაქტორი; მუშაობდა გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლაში პედაგოგად; 1987-1989წწ. გალის რაიონის განათლების განყოფილების განყოფილების მეთოდისტი; 1989-1993წწ. ამავე რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ (1993 წლის სექტემბერი) დევნილი გახდა და ჟურნალისტური მოღვაწეობა თბილისში განაგრძო; 1996-2004წწ. ის შპს "ალია ჰოლდინგში" მუშაობდა ჟურნალიტად; 2005-2006წწ. იყო გაზეთ "ასავალ-დასავალის" კორესპონდენტი; გაზეთ "პრეზიდენტის" რედაქტორი; 2007-2010წწ. მედიაჰოლდინგ "The Georgian Times"-ში მუშაობდა ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი – განყოფილების რედაქტორად, მთავარი რედაქტორის მოადგილედ, აღმასრულებელ რედაქტორად; www.geotimes.ge-ის რუსული გამოცემის რედაქტორი; 2010-2011წწ. მუშაობდა გაზეთ "ვერსიას" პასუხისმგებელ რედაქტორად და ჟურნალისტად; აზერბაიჯანული სააგენტო SALAMNEWS საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; აზერბაიჯანული სააგენტო 1news.az, საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; 2006 –2010წწ. "კავკაზსკაია პოლიტიკა"@ www.kavpolit.com მედიაჰოლდინგი THE GEORGIAN TIMES ქართულენოვანი გაზეთ THE GEORGIAN TIMES-ის კორესპონდენტი, ინფორმაციის განყოფილების რედაქტორი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, აღმასრულებელი რედაქტორი. ქართული დემოკრატიული მედიის განვითარებისა და ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის დიპლომი. წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge; გაზეთი "ახალი თაობა": akhalitaoba.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |