The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სოკოლოვი

დავით სოკოლოვი
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 2021  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958 წლიდან, საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან, დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის: "კრიმინალური ქრონიკა", "ოქროპირი" და სხვ. წამყვანად მუშაობდა; ტელევიზიის პარალელურად რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას; პირდაპირ ეთერში 35 წელი იმუშავა; იგი სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო; მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "წლის პერსონა 2019"-ად დასახელდა; 2021 წლის 4 თებერვალს საქართველოს პირველმა არხმა მას მთაწმინდის ტელეანძასთან სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა. რადიოსა და ტელევიზიის დიქტორი.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი: 1tv.ge; პერსონა: facebook.com


გააზიარე: