The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჩხოტუა

არჩილ ჩხოტუა
დაბადების თარიღი:1966  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1989 წელს.

1991-1993წწ. - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში; 1993-1999წწ. - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტი - მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2000წწ. - თელ-ავივის უნივერსიტეტის, რაბინის სამედიცინო ცენტრი, ორგანოთა გადანერგვის განყოფილება, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში; 2001 წელს - ბოლონიის უნივერსიტეტის დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილება, სტაჟირება ნეფროლოგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში; 2001-2003წწ. - ულმის უნივერსიტეტის ტრანსპლანტაციის ცენტრი, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში; 2002 წელს - ულმის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილება, სტაჟირება უროლოგიაში; 2003 წელს - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრითირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი; 2004 წლიდან - განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2010 წლიდან - დირექტორი სამეცნიერო დარგში; 2014 წლიდან - ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, დირექტორი სამეცნიერო დარგში; 2010 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტიტეტი, უცხოენოვანი ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი; 2007 წლიდან - თბილისის საერო უნივერსიტეტი მეტეხი, სრული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნქციური ცვლილებები ქვედა საშარდე გზებსა და ცნს-ში ღამის ენურეზის დროს", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემქა - "რეპლიკაციური სიბერის მარკერები და მათი როლი თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობაში", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.384; სამედიცინო პორტალები: vidal.geredmed.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა საბჭო, მდივანი
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, გენერალური მდივანი
  • უროლოგთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • უროლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: