The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ბრეგაძე

აკაკი ბრეგაძე
Date of birth:1 June, 1935
Date of death:27 September, 2021  (at 86 years)
Category:Translator, Philologist

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1960 წელს მუშაობას იწყებს საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა "ნაკადულში";  თითქმის ნახევარი საუკუნეა, ემსახურება ქართული წიგნის გამოცემის საქმეს; დიდი ამაგი დასდო ცალკეული წიგნების თუ ბიბლიოთეკის გამოცემას, მათ შორის ქართული პოეზიის ჩვიდმეტტომეულს (იყო ამ გამოცემის უცვლელი რედაქტორი), ქართული მწერლობის ოცდაათტომეულს (ამ გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი იყო); 1955 წლიდან ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს; ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსი მწერლის ივანე ბუნინის ნაწარმოებები (მათ შორის "ლიკა" 1961); ასევე პირველმა თარგმნა შვედი მწერლის ავგუსტ სტრინდბერგის პიესები: "მამა" ("საბჭოთა ხელოვნება", 1984), "მოჩვენებათა სონატა" ("ცისკარი". 1990), "ფრეკენ იულია" ("თეატრი და ცხოვრება", 1991), ერიკ XIV. თარგმნა და დაბეჭდა ლევ ტოლსტოის, თ. დოსტოევსკის, ლ. ანდრეევის მოთხრობები;  ა. პუშკინის მთელი მხატვრული პროზა (1977, 1983, 2006). ა. ტოლსტოის ტრაგედია "გზანი წამებისანი" (1984-1985 წწ.), "ემიგრანტები" (1988), "ნევზოროვის თავგადასავალი" (1988), კობო აბეს "ქალი ქვიშაში", (1978), ქენძაბურო ოეს "დაგვიანებული ახალგაზრდობა", სელმა ლაგერლოფის "საგა იოსტა ბერლინგზე" (2007), ჩ. აიტმატოვის "საქონდაქრე" (2005), ბ. პასტერნაკის "ექიმი ჟივაგო" (2004), ა. დიუმას, ე. ოჟეშკოს, მ. სელიმოვიჩის, ჟ. ამადუს და სხვათა რომანები; 1989 წლის 10 აპრილს დატოვა კომპარტიის რიგები კომუნისტური რეჟიმის მიერ ამავე წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ ქართველი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, ხოლო 1992 წელს მწერალთა კავშირის რიგები - მაშინდელ მწერალთა კავშირთან მისი მრწამსის შეუთავსებლობის გამო; ამ საუკუნის პირველ წლებში, როცა ათასი მიზეზის გამო დიდად შეყოვნდა საბავშვო წიგნების გამოცემა და ჩვენს ბავშვებს სულიერი საზრდო მოაკლდათ, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად პატრიოტულ-შემეცნებითი დამოუკიდებელი საბავშვო გაზეთის "ციცინათელას" გამოცემა ითავა (გაზეთი გამოდის 1995 წლის აგვისტოდან); 2000 წლიდან ბეჭდავს ასვე პატრიოტულ-შემეცნებითი კრებულების (საბავშვო წიგნების) სერიას, რომელსაც ჰქვია "საკითხავი ყმაწვილთათვის"; ამ სერიით გამოიცა 17 ტომი და განზრახული აქვს 30 ტომამდე შეავსოს გამოცემა; 2007 წელს წამოიწყო ურთულესი საქმე - გამოცემა ახალი მრავალტომეულისა, რომელსაც ჰქვია "მწიგნობრობა ქართული"; გამოცემა მოიცავს რამდენიმე მონაკვეთს. ესენია: 1. ხალხური სიტყვიერება, 2. სასულიერო მწერლობა, 3. საერო მწერლობა, 4. საისტორიო მწერლობა, 5. ფილოსოფიური მწერლობა, 6. სამართლის ძეგლები, 7. მემუარები, 8. სამოგზაურო მწერლობა; გამოსულია ექვსი ტომი. საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ 2016 წელს მიანიჭა "ერის ამაგდარის" წოდება.

წყარო: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი: fundlibo.blogspot.comfacebook.comპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.192

Awards and Honors

  • 2015 - მანგლისის და წალკის ეპარქიის უმაღლესი ჯილდო, ოქროს ჯვარი
  • 2015 - პრემია "საგურამო"
  • 2015 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    ქართული საბავშო მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2013 - ქ. თბილისის მერიის მედალი
    კულტურისა და განათლებაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის
  • 2010 - ქ. თბილისის მერიის მედალი, "ქართული კულტურის ამაგდარი"
  • 2004 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    მთარგმნელობით მოღვაწეობაში გაწეული წვლილისათვის

Bibliography


Share: