The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ქირია

შალვა ქირია
Date of birth:10 January, 1912
Date of death:16 July, 1988  (at 76 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამხედრო-მოსამზადებელი სკოლა 1930 წელს; ჩრდილო კავკასიის მთიელთა ნაციონალური კავალერისტების სკოლა 1932 წელს; ორენბურგის სამხედრო საავიაციო სკოლა 1935 წელს.  

მფრინავ-მეთვალყურედ მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილში; 1975-1978წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავიაციის პოლიტგანყოფილების უფროსი; 1978-1989წწ. სსრკ სამხედრო საჰაერო ძალების პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; ავიაციის გენერალ-ლეიტენანატი; 1943-1945წწ. ავიადივიზიის მეთაური; მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მეორე მსოფლიო ომში 427-ე ავიაგამანადგურებელი პოლკის შტურმანი; 1944 წლის ზაფხულიდან მან განახორციელა 189 საბრძოლო გაფრენა და საჰაერო ბრძოლებში ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 22 თვითმფრინავი; ომის მსვლელობის დროს შეასრულა 139 საბრძოლო ფრენა, ასევე 225 სამხედრო აფრენა და 64 საჰაერო ბრძოლის დროს პირადად ჩამოაგდო 27 და ჯგუფურად 2 მოწინააღმდეგის თვითმფრინავი; დაჯილდოებულია 11 ორდენით და 25 მედლით; იგი ომის დამთავრების შემდეგაც განაგრძობდა სამსახურს სამხედრო-საჰაერო ძალებში; 1961 წლიდან კი გენერალ-მაიორი შალვა ქირია უკვე თადარიგში იყო; მას საბჭოთა კავშირის სამგზის გმირის, ლეგენდარული კოჟედუბის გვერდით იხსენიებდნენ. საბჭოთა ავიაციის გენერალი, ავიაციის გენერალ-მაიორი. 

წყარო: მემატიანე: mematiane.ge

Awards and Honors

  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1955 - ლენინის ორდენი
  • 1944 - ლენინის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი (22.07.1943, 30.09.1943, 24.04.1944, 22.02.1945, 15.11.1950)
  • 1942 - წითელი ვარსკვლავის ორდენი (3.11.1944, 22.02.1955)
  • საბჭოთა კავშირის გმირი

Bibliography


Share: