The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ცანავა

გიორგი ცანავა
Date of birth:16 August, 1915
Date of death:10 January, 2002  (at 86 years)
Burial location:მუხათგვერდის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს.

დიდი სამამულო ომის დროს მესაზღვრეთა ჯარის ათასეულის სამედიცინო-სანიტარული სამსახურის უფროსი იყო; 1970 წლიდან განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრას; 1965-1980წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1980 წლიდან რესპუბლიკის მთავარი რეანიმატოლოგია; შეისწავლიდა ტრაქეობრონქული ხის ტოპოგრაფიულ ანატომიას; დაამუშავა ბრონქოლოგიაში საერთო გაუტკივარებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანალგეზიისა და ანესთეზიის მეთოდები: მისი ხელმძღვანელობით დაინერგა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის მრავალი მეთოდი; ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. გვ.185-186

Member of Organizations

  • საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1970-)
  • სკკპ (1942-)

Awards and Honors

  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Bibliography


Share: