შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა გოგიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2003 წელს. შესრულებული აქვს როლები თავისუფალი თეატრში, რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მესხეთის სახლემწიფო დრამატულ თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელწიფო დრამატულ თეატრში, ილიაუნის თეატრში; ილიაუნის თეატრში შესრულებული როლები: ბუღდანა - "ჭკუისა მჭირს!" (რეჟ. ოთარ ეგაძე), გალილეო გალილეი, გუტენბერგი, კოლუმბი, გალვანი, ანრი - "ძრავა" (რეჟ. ოთარ ეგაძე), ჯუზეპე - "ოპერა მაფიოზო" (რეჟ. გაგა გოშაძე), ოთარ სტურუა - "სიზმრები სინანულისანი" (რეჟ. ოთარ ეგაძე), სარდალი - "ჯვალოს თოჯინა" (რეჟ.: ოთარ ეგაძე, გაგა გოშაძე), ჰორტენზიო - "ჭირვეულის მორჯულება" (რეჟ. ოთარ ეგაძე), არგანტი -"სკაპენის ოინები" (რეჟ. გოგა ქაჩიბაია); ილიაუნის თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლი ბრენდონ თომასის "ჩარლის დეიდა"; გადაღებულია ფილმებში: "იდიოტოკრატია", "ისპაჰან - ბათუმი", სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" სულიკო დარდიანიძის (პრეზიდენტი) როლში; ნათამაშები აქვს 80-ამდე სპექტაკლი, აქედან 50-მდე მთავარი როლი; დადგმული აქვს 19 სპექტაკლი. მიღებული აქვს პრიზები: მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (2002, 2003, 2007), "ოქროს ნიღაბი" (2003), კომედიის თეატრალური ფესტივალის მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი (2014), გრანპრის "თეატრალური იმერეთი" მფლობელი საუკეთესო რეჟუსირისთვის სპექტაკლით "მუსუსი". თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა: imdb.com; ილიაუნის თეატრი: iliaunitheatre.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |