ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გიორგი შალუტაშვილი
დაბადების თარიღი: | 1 სექტემბერი, 1965 (59 წლის) |
კატეგორია: | მეცნიერი, პედაგოგი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1987 წელს. 1989-1992წწ. იყო მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1992 წლიდან მუშაობს პედაგოგად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს გამოშვებული ჰყავს ხუთი სამსახიობო ჯგუფი; 2000 წლიდან მუშაობს კინოდოკუმენტალისტიკაში, გადაღებული აქვს ოცზე მეტი დოკუმენტური ფილმი; ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი (2006) (ახალციხე); 2008-2009წწ. იყო სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 2009-2014წწ. სამსახიობო ოსტატობის მიმართულების ლიდერი; 2014-2020წწ. დრამის ფაკულტეტის დეკანი; დადგმული აქვს 50-მდე სპექტაკლი და გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი; მონაწილეა ფესტივალების: საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი, სტუდენტური სპექტაკლების საუკეთესო მსოფლიო ათეული "ჩვენი ქალაქი" ლონდონის კულტურული ოლიმპიადა და შეფილდი (დიდი ბრიტანეთი, 2012); ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი - "თუშური დღესასწაულები" (2005); ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი - "და მაინც მარტოა" (2005); მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური სიგელი ფილმისთვის "გზა სამეუფო" (2006), გრან-პრი , ევრაზიული ტელეფორუმი (მოსკოვი) ფილმისათვის "მისაღები გამოცდები" (2001), პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" (ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი) საუკეთესო სატელევიზიო ფილმისათვის "დიდი ანდრიას ნაკვალევზე" (2007), ჟიურის სპეციალური პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" (ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი) ფილმისათვის "სტუმრად პატრიარქთან" (2008), გ. ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლისთვის "მე მინდა კნეინა გავხდე" (2014), სპექტაკლი "მეთევზე ერთი, ორი" - პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის (2017). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ხელოვნების დოქტორი.
წყარო: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2016 - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია
სპექტაკლისათვის "მეთევზე ერთი, ორი"
|