The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ღორჯომელიძე

ოთარ ღორჯომელიძე
Date of birth:15 May, 1955
Date of death:19 January, 2014  (at 58 years)
Category:Public official, Scientist, Politician, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღურტა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (ქ. სოხუმი) აგრონომის სპეციალობით 1982 წელს; ასპირანტურა 1987 წელს.

1971-1972წწ. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აჭარის საყრდენი პუნქტის მუშა; 1972-1974წწ. ხულოს რაიონის სოფ. ღურტის აგროტექნიკოსი; 1976 წელს კოლმეურნეობის რიგითი წევრი; 1976-1977წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების მსმენელი; 1982 წელს ხულოს რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების უფროსი აგრონომი; 1982-1985წწ. ჩაის სუბტროპიკული კულტურისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აჭარის საყრდენი პუნქტის მუშა; 1985-1991წწ. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1991-1994წწ. გონიოს კოოპერატიული ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი; 1994-1995წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის ბიო-ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი; 1995-1998წწ. აჭარის კოოპერაციული ინსტიტუტის სხვადასხვა ფაკულტეტების დეკანი; 1998-1999წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონული საკოორდინაციო-სამეცნიერო ცენტრის ნიადაგის ეროზიის, ნიადაგმცოდნეობისა და აგრონომიის გან-ის გამგე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №84 ხულოს საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული; 2008-2009წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს პალამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 345

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2005-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

Share: