The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1991  (32 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

2008 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი; ევროთასის მფლობელი (2010); ბელგიის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2012); საკლუბო კარიერა: ესპანეთის "ვალენსია" (2007-2010); ბელგიის "პეპინსტერი" (2010-2011); ბელგიის "შარლერუა" (2011-2012); 2012 წლის 28 ივნისს, არჩეულ იქნა 54 ნომრად "ფილადელფია სიქსერსის" მიერ; შემდეგ "ფილადელფია სიქსერსმა" (2012 წელს ნბა-ს დრაფტზე აიყვანა "ფილადელფიამ" და "ბრუკლინ ნეთსს" დაუთმო) იგი გაცვალა ბრუკლინ ნეთსის სხვა კალათბურთელში; 2014 წლის 21 ივნისს შეუერთდა "ბასკონიას", რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა (2020), ერთხელ მოხვდა ევროლიგის წლის გუნდში (ძირითადში), ერთხელ მოხვდა ესპანეთის უმაღლესი ლიგის წლის გუნდში (ძირითადში); 2018 წელს შენგელიამ გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი; 2018 წელს დაიკავა მეორე ადგილი ესპანეთის ლიგის MVP-ის სტატუსისათვის ბრძოლაში; 2020 წლის 9 ივლისს გადავიდა რუსულ მოსკოვის "ცსკა"-ში; კალათბურთელი (207სმ). საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი: პალიტრა L, 2013. - 135გვ.


გააზიარე: