შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარლენ ხუციევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ი. სავჩენკოს სახელოსნო) 1950 წელს. სადიპლომო ფილმი "ქალაქთმშენებლები", ფელიქს მირონერთან ერთად გადაიღო, შემდეგ კი - "გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე", რომელსაც მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე 1967 წელს; სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: "ორი თედორე" (1958), "მე ოცი წლისა ვარ" (1964), "ივლისის წვიმა" (1966), "ბოლოსიტყვაობა" (1983); 1970 წელს გადაიღო მხატვრული ტელეფილმი "მაისის თვე იყო", რომელსაც მიენიჭა პრემია პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე; მისმა ფილმმა "მე ოცი წლისა ვარ" მიიღო პრიზები ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე 1965 წელს; საქართველოში დაბადებული საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი. პროფესორი. წყარო: დიდი რუსული ენციკლოპედია: bigenc.ru; gazeta.ru; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |