შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზეზვა ღუღუნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნული ფაკულტეტი 1965 წელი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ დაპარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1965-1970წწ. საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორი; 1967-1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიისა და ზოგადი გენეტიკის ასისტენტი შეთავსებით; 1972-1973წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებელთა განყოფილების ინსტრუქტორი; 1973-1975წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს უფროსი; 1975-1982წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის უფროსი; 1982-1988წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადგილობრივი კურორტების სამმართველოს უფროსი; 1988-1990წწ. საქართველოს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტთა რესპუბლიკური გაერთიანების უფროსი; 1990-1998წწ. სახელმწიფო კონცერნ "საქკურორტის" პრეზიდენტი; 1998წწ. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1998-1999წწ. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ფაკულტეტის ტურიზმისა და რეკრეალოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან. აკადემიკოსი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 346 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |