The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭიაბრიშვილი

გიორგი ჭიაბრიშვილი
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

არის საქართველოს ორგზის საუკეთესო მწვრთნელი (2018, 2020) ეროვნული ლიგის ორგზის ჩემპიონი ზესტაფონის "ზესტაფონთან" (2011-2012) და თბილისის "საბურთალოსთან" (2018) ერთად; 2015 წელს "საბურთალოსთან" ერთად ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და არსებობის ისტორიაში პირველად, კლუბი ეროვნულ ლიგაში დააწინაურა; 2019 წელს "საბურთალოსთან" ერთად მოიგო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი; 6 წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი იყო; მისი აღზრდილები არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები - გიორგი ხარაიშვილი, ლაზარე კუპატაძე და ნიკოლოზ მალი; საკლუბო კარიერა: ეროვნულ ლიგაში დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა 2011-2012 წლის სეზონში "ზესტაფონში" დაიწყო და პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა; 2008 წლიდან ის "ზესტაფონში" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა; საქართველოს ჩემპიონი ასისტენტის რანგშიც გახდა, 2010/2011 წელს; სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2015 წელს დადგა, როცა "საბურთალოსთან" ერთად, აკადემიის აღსაზრდელებით ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.; ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 3 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, 2018 წელს ჭიაბრიშვილი "საბურთალოსთან" ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი; ჩემპიონობის შემდეგ, "საბურთალომ" სადებიუტო მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე; ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალფიკაციო ეტაპზე მის გუნდმა სენსაციურად, სტუმრად მოლდოვის ჩემპიონი ტირასპოლის "შერიფი" 3-0 დაამარცხა; თბილისში, საპასუხო მატჩი "საბურთალომ" 3-1 დათმო და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ზაგრების "დინამოსთან" ორი მატჩის ჯამში "საბურთალო" 5-0 დამარცხდა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა; სტუმრად, ერევანში ჭიაბრიშვილის გუნდმა "არარატი" 2-1 დაამარცხა, თბილისში კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2-0 წააგო. ევროტურნირის პირველივე სეზონში, "საბურთალომ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა; 2020 წლის ივლისში თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გახდა და თბილისური კლუბის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული ევროსეზონის ავტორიც გახდა; 2020 წლის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის "ლოკომოტივმა" არსებობის ისტორიაში პირველად ორი ეტაპი გაიარა; სანაკრებო კარიერა: "საბურთალოში", საკლუბო კარიერის პარალელურად, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებშიც იმუშავა; 2015-2016წწ. იგი ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტი იყო; სამწვრთნელო მიღწევები: "ზესტაფონი" ეროვნული ლიგა - ჩემპიონი (2011-2012), დავით ყიფიანის თასი - ფინალისტი (2011-2012), "საბურთალო"ეროვნული ლიგა 2 - ჩემპიონი (2014-2015), ეროვნული ლიგა - ჩემპიონი (2018), დავით ყიფიანის თასი - გამარჯვებული (2019); ინდივიდუალური ჯილდოები: "საბურთალო" ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი (2018), "თბილისის ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი (2020). ქართველი პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელი, 2020 წლიდან თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.

წყარო: ლიდერ სპორტი: leadersport.ge


გააზიარე: