The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ხიზანიშვილი

ზურაბ ხიზანიშვილი
Date of birth:6 October, 1981  (43 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო; მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ "დანდიში" გადავიდა; დანდიში ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "რეინჯერსში"; იყო ინგლისური კლუბ "ბლექბერნ როვერსის", "ნიუკასლ იუნაიტედსა" და "რედინგის" წევრი; თურქულ "ქაისერისფორში" თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის "დინამოში" და შემდეგ "სამტრედიაში" განაგრძო, საიდანაც ბაქოს "ინტერში" გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა; არის საქართველოს ჩემპიონი (1998-1999), შოტლანდიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2003-2004), საქართველოს თასის მფლობელი (1999-2000), შოტლანდიის ლიგის თასის მფლობელი (2004-2005), საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2014-2015), საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1998-1999). ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი; საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. 


Share: